„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველა სხვა მოთამაშეზე მეტჯერ გაიტანა ან საგოლე პასი შეასრულა. ამის შესახებ Squawka იუწყება.
წყაროს ცნობით, სალაჰმა უკვე 37 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მან ორი ან მეტი ეფექტური ქმედება (მინიმუმ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა) გააკეთა. ადრე ამ მაჩვენებლის რეკორდი „ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფორვარდს უეინ რუნის ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ სალაჰმა ინგლისელზე 214 თამაშით ნაკლები ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში „ლივერპული“ „ნიუკასლ იუნაიტედს“ დაუზავდა, ანგარიშით 3:3. სალაჰმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა კლუბის შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 15 ბურთი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეგვიპტელს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება.