ფეხბურთი

2:30 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის "ემპოლი" იტალიის თასის მეოთხედფინალშია, "ვალენსიაც" მომდევნო ეტაპზე გავიდა

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა. რობერტო დ’ავერსას გუნდმა ფლორენციის „ფიორენტინა“ სტუმრად პენალტების სერიაში დაამარცხა.

შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტებში „ემპოლიმ“ 4:3 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსსა“ და „კალიარის“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საბა გოგლიჩიძეს არ უთამაშია, განაცხადშიც არ იყო, სავარაუდოდ, მას ტრავმის შემდეგ დასვენების შესაძლებლობა მიეცა.

ესპანეთის თასის 1/32-ფინალში „ვალენსიამ“ ქვედალიგელი „ეიეა“ 3:1 დაამარცხა და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა. გიორგი მამარდაშვილი განაცხადში არ იყო, მას რუბენ ბარახა თასზე არ ათამაშებს, ყოველ შემთხვევაში, სუსტი გუნდების წინააღმდეგ.

შვეიცარიის თასის მეოთხედფინალში გავიდა „ბაზელი“, რომელმაც „სიონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა მას შემდეგ, რაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. გაბრიელ სიგუა სათადარიგო სკამზე იყო.

0.128503