„მანჩესტერ სიტიმ“ 7-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და პრემიერლიგის მე-14 ტურში „ნოტინგემ ფორესტი“ 3:0 დაამარცხა.
ბერნარდო სილვამ, კევინ დე ბრუინმა და ჟერემი დოკუმ გაიტანეს. ამგვარად, „სიტიმ“ 26 ოქტომბრის მერე პირველად მოიგო - შეწყვიტა პრემიერლიგაში ზედიზედ 4-მატჩიანი წაგებების სერია, ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია - 1 ფრე, 6 წაგება.
„სიტის“ 26 ქულა დაუგროვდა და ჯერ ისევ მეოთხე ადგილზეა, თუმცა, ლიდერ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, რადგან არნე სლოტის გუნდმა ვერ მოიგო.
„ლივერპულის“ დიდებული სერია „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლთან“ შეწყდა, სადაც „ჯორდები“ ორჯერ იგებდნენ, შემდეგ 83-ე წუთზე ჩამორჩნენ ანგარიშში (2:3), მაგრამ ბოლოს მაინც გაათანაბრეს და „ლივერპულს“ ქულები დააკარგვინეს.
„ლივერპული“ 35 ქულით მაინც დამაჯერებლად ლიდერობს პრემიერლიგას, ხოლო „ნიუკასლი“ 20 ქულით მეათე ადგილზეა.
ისევ მოიგო ლონდონის "ჩელსიმ", რომელმაც სტუმრად "საუთჰემპტონი" 5:1 გაანადგურა და 28 ქულა დაურგოვდა. ენცო მარესკას გუნდმაც ორი ქულით შეამცირა "ლივერპულთან" ჩამორჩენა და სხვაობა ახლა 7 ქულაა.
„ნიუკასლი“ – „ლივერპული“ 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 ისაკი (35), 1:1 ჯონსი (50), 2:1 გორდონი (62), 2:2 სალაჰი (68), 2:3 სალაჰი (83), 3:3 შერი (90)
„მანჩესტერ სიტი“ – „ნოტინგემი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (8), 2:0 დე ბრუინი (31), 3:0 დოკუ (57)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
სამწუხაროა. ასეთი ახალგაზრდა და ჯანსაღი ცხოვრებით მაცხოვრებელი რო წავა ამ ქვეყნიდან, ვერ გაიგებ ვის რა ბედი ელის. ვიზიარებ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრის მწუხარებას
რა საშინელებაა, გული დამწყდა. დიეგო ლოპესიც მძიმედ არის აპარატზეა შეერთებული...
მართლა?
ლაციოს ყოფილი თავდამსხმელი?
ეს გადადება რაღა იყო
ფეხბურთი ზეიმია და რა ეზეიმებათ ვერ ხვდები? ტავიანთი კოლეგა დაკარგეს
საშინელი ამბავია,ამას არცერთ ფეხბურთელს არ მოუსურვებ,თვით მატერაცისაც კი
ამის გამო დღეს ყველა მატჩი გადაიდო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
Aშუინდი ნაფხუი
არც ხახრალის სმაილიკებია მოსაწონი, მგონი...