ფეხბურთი

16:59 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის მწვრთნელი: "რთულ ჯგუფში ვართ, ევროპის ჩემპიონატზე ყველა გუნდი ძლიერია"

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა.

როგორც მან თქვა, რთულ მატჩებს ელოდება:

„ყველა მონაწილემ დაიმსახურა აქ ყოფნა და ეს დაამტკიცეს. რთული ჯგუფური ეტაპი იქნება, ისევე, როგორც პლეი-ოფის ყველა სტადია. ჩვენი მთავარი მიზანია, პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. ვეცდებით, გავაკეთოთ ის, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესოდ გავაკეთეთ, რადგან ვიცით, რომ მეტოქეები ახლა უფრო მაღალი დონის არიან. პორტუგალიას ეყოლება ძლიერი გუნდი, რომელიც მოედანზე ყველაფერს გაიღებს და ეცდება გულშემატკივარს კარგი თამაში შესთავაზოს“, - თქვა რუი ჟორჟემ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 11 ივნისს პოლონეთს, 14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ერთხელ აქვს ნათამაშები, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.

0.112888