„ატლეტიკ ბილბაოს“ მარცხენა გარემარბი, ნიკო ვილიამსი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს შეიცვლის, როგორც პრესაში ვრცელდება ინფორმაცია მისით პრემიერლიგის გრანდები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
როგორც გამოცემა The atletic - ი იტყობინება, 22 წლის ესპანელი ფეხბურთელით, „არსენალი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი.
გასულ ზაფხულს ნიკო ვილიამსი ახლოს იყო „ბარსელონაში“ გადასვლასთან, თუმცა კატალონიელებმა ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერის დახურვა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ვილიამსს „ბილბაოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 70 მილიონი ევროა.