„გალათასარაეს“ არგენტინელმა ფეხბურთელმა, მაურო იკარდიმ თურქულ ტელევიზიაში მის ყოფილ ცოლზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
როგორც მოგეხსენებათ, წყვილი უკვე ერთმანეთს დაშორებულები არიან და მათ საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს.
როგორც მაურო იკარდი ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში მასზე როგორც ფიზიკურად ისე მორალურად ძალადობდა.
„ვანდა წლების განმავლობაში ძალადობდა ჩემზე, სამაგიეროდ მე მისთვის ხელი არასდროს დამიდია.მან ასევე გამიტეხა სოციალური ქსელი, ნახულობდა სურათებს და შეტყობინებებს უგზავნიდა ჩემს თანაგუნდელებს, რის გამოც პრობლემები შემექმნა.ვანდა ასევე თვითმკვლელობით მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა.“ -განაცხადა იკარდიმ.