ფეხბურთი

15:03 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა უეფას 21- წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა შეაფასა.

მისი თქმით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს აქვს იმისი ამბიცია, რომ ფინალურ ეტაპზე საკუთარი სიტყვა თქვას.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება. ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიაროთ და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს. დანარჩენი გამოჩნდება მოედანზე.

"ძალიან საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა მგონია, მაგრამ მთავარი უკვე ტურნირზე გასვლა აღარ არის, განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს იმის ამბიციაც, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ", - განაცხადა იაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 11 ივნისს პოლონეთს, 14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ერთხელ აქვს ნათამაშები, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.

0.128301