ფეხბურთი

12:51 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა პრემიერლიგაში იმუშაოს

57 წლის იტალიელი სპეციალისტი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს და პრემიერლიგის ბინადარ "ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

როგორც ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია "ვესტ ჰემის" მესვეურები ძალიან უკმაყოფილონი არიან გუნდის შედეგებით და ხულიან ლოპეტეგის განთავისუფლებას მიმდინარე კვირაში გეგმავენ. მთავარ კანდიდატად კი მასიმილიანო ალეგრი სახელდება.

ბოლო პერიოდია ხულიან ლოპეტეგის დათხოვნასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო და ახლა "ლესტერთან" წაგებული (3:1) მატჩის შემდეგ ეს საკითხი უფრო აქტუალურია.

მასიმილიანო ალეგრი ბოლოს ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი იყო, ამჟამად კი უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემს" 14 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.120068