იტალიის თასის მერვედფინალში „მილანმა“ სერია B-ს ბინადარი „სასუოლო“ 6:1 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
„როსონერი“ 23-ე წუთისთვის უკვე 4:0-ს იგებდა. მასპინძლებმა 4 გოლი 9 წუთში გაიტანეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცეს. მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
დუბლი შეასრულა სამუელ ჩუკვუეზემ, თითო გოლი ტიჯანი რეინდერსმა, რაფაელ ლეაომ, დავიდე კალაბრიამ და ტამი აბრაჰმმა გაიტანეს.
„მილანი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.