ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის (U21) წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, საქართველო C ჯგუფში პოლონეთს, საფრანგეთსა და პორტუგალიას შეხვდება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ქალაქში, ჟილინასა და ტრენჩინში ჩაატარებს ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს, კალენდარი ასეთია:
I ტური, 11 ივნისი
პოლონეთი - საქართველო (ჟილინა)
II ტური, 14 ივნისი
საფრანგეთი - საქართველო (ჟილინა)
III ტური, 17 ივნისი
საქართველო - პორტუგალია (ტრენჩინი)
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ჯგუფია და თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.
საქართველოს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ერთხელ აქვს ნათამაშები, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.