ფეხბურთი

21:10 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის მორიგი გოლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

„ბოსნიის“ ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ „რადნიკის“ წინააღმდეგ 3:2 გაიმარჯვა, ქართველმა თავდამსხმელმა კი, გოლი გაიტანა.

გიორგიმ მოედანზე 88 წუთი გაატარა, ხოლო 57-ე წუთზე თავის გამოჩენა მოახერხა, როდესაც ანგარიში 3:1 გახადა. ეს გიორგის მე-12 გოლია ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

„სარაევო“ 37 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 7 დეკემბერს, „პოსუსიესთან“ გამართავს.

0.063066