ფეხბურთი

12:48 | 3.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

„ბაიერნის“ მწვრთნელი კომპანი ჰარი კეინის ტრავმის შესახებ: „იმედია, წლეულს კიდევ ითამაშებს“

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, გუნდის საუკეთესო თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

„ძნელია პროგნოზირება, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ კეინი მაინც ითამაშებს წლეულს. თუმცა, თავიდან რამდენიმე თამაშს გამოტოვებს. მისი სრულფასოვნად შეცვლა გამორიცხულია, ის ტოპ მოთამაშეა, მაგრამ ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვიპოვით“, - ციტირებს კომპანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის ინგლისელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩში ბარძაყის კუნთის დაჭიმვის გამო, მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებს.

10 დეკემბერს „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში „შახტარს“ დაუპირისპირდება.

31 წლის კეინმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 23 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:42 | 02.03.2024
KD (575)

დომინაცია კარგია, მაგრამ ბევრ მომენტს ვაფუჭებთ. მხოფლიოზეც ბოლო ვიყავით გაჭრილი ხაზის შემდეგ აღებული ქულებით, მხოლოდ 9 პროცენტში მოვახერხეთ ქულების აღება, და ახლაც პირველ ტაიმში 20+ მომენტი და მხოლოდ 2 ჯერ ავიღეთ ქულები. მაგრამ წინსვლა იგრძნობა და ამ ტემპში თამაშს თუ მივეჩვევით, ძალიან წაგვადგება.

პ.ს. ნინიაშვილი უბრალოდ სასწაულია, დღეს ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო 10ეულში შედის, პირადად ჩემთვის საუკეთესოა

0.063663
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}