22 წლის უკრაინელმა ცენტრალურმა მცველმა ილია ზაბარნიმ შესაძლოა ინგლისური „ბორნმუთი“ დატოვოს, იუწყება El Gol Digital.
ესპანური წყაროს ცნობით, ფეხბურთელს დიდი ხანია ადევნებს თვალს მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომელმაც ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. „ბორნმუთი" მზადაა უკრაინელი მომავალ ზაფხულს 60 მილიონ ევროდ გაყიდოს და „რეალი" ამ ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ „რეალის" მთავარ ცენტრალურ მცველს, ედერ მილიტაოს, მუხლის ჯვარედინი იოგები გაუწყდა და დიდი ხნით დაემშვიდობა მინდორს. კლუბის კიდევ ერთი მცველი დავიდ ალაბა კვლავ აგრძელებს გამოჯანმრთელებას.