ბოლო კვირებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ სხვა კლუბში გადასვლის შესახებ. ბრიტანულმა ტაბლოიდებმა არაერთხელ ახსენეს ქართველი გარემარბის მიმართ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ.
ახლა კი Sport.es წერს, რომ „ბარსელონა“ კვარაცხელიას ხელმოწერას ყველაზე შესაძლო ვარიანტად განიხილავს.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა საჭიროდ მიიჩნევს მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერებას. „ბარსელონამ" „მილანის“ ფეხბურთელის რაფაელ ლეაუს კანდიდატურაც განიხილა, თუმცა ხელმძღვანელობა კვარაცხელიას ხელმოწერას უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისიდან თამაშობს. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლივლენდი ჰიუსტონი დონე თამაში დაიდო ბრავო ჰარდენი ცოდოა ეს კაცი მარტო რა კაირიმაც ჩაატარა ლავიც მომწონს სან ანტონიოს მარცხს ვერ ჩავწვდი
дევისი, ლილარдი, ჰარдენი дა განსაკუთრებით ვესტბრუკი წალეკავენ ამ სეზონში ყველაფერს. სრული კარტ-ბლანში აქვთ სროლებზე. მაგრამ რაд გინдა? ერთი მერცხლის дა გაზაფხულის ამბავია მაგათი თავის გაგიჟება DDDDDDDDD
რამდენ ბილეთს გააფუჭებდა სან ანტონიო
“კლივლენდი” – “ჰიუსტონი” კარგი თამაში იყო....
კლივლენდი წელსაც ძალიან ძლიერია