ფეხბურთი

0:36 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძაკარდო კვარაცხელიაზე: "მხოლოდ განვითარება და მომატება შეუძლია"
"საქართველოში არის ტალანტი, რომელიც ჩემი აზრით, იტალიაში კარგად ითამაშებს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ძაკარდო კვარას ტრანსფერის მთავარი შუამავალია და მასთან ახლაც თანამშრომლობს. იტალიელმა ასევე ახსენა ქართველი ტალანტი, რომლის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ მისი აზრით, მომავალში იტალიურ გუნდებში თამაშის პოტენციალი მას აქვს:

„მიკერძოებული ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, კვარა ყოველთვის კარგად თამაშობს. „ნაპოლი“ ყოველთვის კარგად თამაშობს, პირველ ადგილზეა, გუნდი მყარია და დაცვაში კარგად თამაშობს. როდესაც ანგარიშში წინ გადის, ძალიან ძნელია მისთვის გოლის გატანა. კვარაცხელიაც კარგ სეზონს ატარებს, რომელიც მისთვის „ნაპოლიში“ მესამეა. პირველივე მცდელობაზე სკუდეტო მოიგო, შემდეგ მთელ გუნდთან ერთად უიღბლო სეზონი ჰქონდა, ახლა კი, მესამე წელია ამ გუნდშია. გამორჩეულ ბიჭზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან მაღალი ხარისხი აქვს. ჩემთვის კვარა ტოპ ფეხბურთელია. მომავალი მის მხარესაა, იმ თვისებებით, რომელიც აქვს, მხოლოდ განვითარება და უფრო მომატება შეუძლია. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

საქართველოს არის 2009 წელს დაბადებული ბავშვი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს, კვარას პოზიციაზე თამაშობს, 15 წლის ჯერ კიდევ არ არის, მომავალში იტალიურ გუნდში წარმომიდგენია. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო თვეებში“, - თქვა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდოს "ბოლონიაში", "პალერმოში", "ვოლფსბურგში", "პარმასა" და "მილანში" უთამაშია, ხოლო 2006 წელს იტალიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.117206