აზიის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „პერსეპოლისმა“ ერაყული „ალ შორტა“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-13 წუთზე გიორგი გველესიანმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა პენალტით მოახერხა მეტოქის კარის აღება. აღსანიშნავია, რომ „პერსეპოლისი“ 89-ე წუთამდე აგებდა, ხოლო 99-ე წუთზე სტუმრებმა, როცა ანგარიში 1:1 იყო, პენალტი ვერ გაიტანეს.
გველესიანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „პერსეპოლისი“ აღმოსავლეთ ჯგუფში 6 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 თებერვალს, „ალ-ჰილალს“ ესტუმრება.