ფეხბურთი

17:34 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი ედოარდო ბოვე თავს უკეთ გრძნობს. 22 წლის ნახევარმცველი, რომელიც „ინტერთან“ მატჩში მოედანზე ცუდად გახდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოვე გონზეა და შეკითხვებსაც ადეკვატურად პასუხობს, ლაპარაკი შეუძლია. ედოარდოს მატჩის მიმდინარეობისას ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა გულის გაჩერებით, რის გამოც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოვე მოინახულეს თანაგუნდელებმაც, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კი, დავიდ დე ხეამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის კარგადაა.

იტალიის თასის მატჩი "ფიორენტინასა" და "ემპოლის" შორის არ გადაიდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს განიხილებოდა. საბოლოოდ, სწორედ ბოვემ დაარწმუნა თანაგუნდელები, რომ ითამაშონ.

„ფიორენტინა“ – „ინტერის“ მატჩი შეწყდა და 2025 წელს, მე-16 წუთიდან გაგრძელდება, 2025 წლამდე, კალენდარში თავისუფალი თარიღი არ არის, რის გამოც მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

0.067096