ფეხბურთი

14:44 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე დააყაჩაღეს: მას იარაღით დაემუქრნენ და სახლიდან ნივთები წაიღეს

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დააყაჩაღეს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Progres-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ქართველი თავდამსხმელი „ნიცასთან“ მატჩის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 9 საათზე საკუთარ სახლში შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა.

ფეხბურთელზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მაგრამ ორი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი მის ბინაში შეიჭრა და მას იარაღით დაემუქრნენ. სახლიდან თავდამსხმელებმა 250 000 ევროს ნაძარცვი წაიღეს - სამკაულები, საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები.

საქმეზე ადგილობრივი პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

0.112117