საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს.ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის."
"აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია.ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის."- წერს სოციალურ ქსელში ილია თოფურია.