ფეხბურთი

14:15 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ გამოირიცხა, „პსჟ“ საქმეშია

მოჰამედ სალაჰის ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთი სატრანსფერო სიახლეები ვრცელდება და ეგვიპტელ ფეხბურთელს სხვა და სხვა კლუბებს უკავშირებენ.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe -ის ინფორმაციით სალაჰის გადაბირებით „პსჟ“ დაინტერესდა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. როგორც ცნობილი ხდება, ფრანგულ კლუბს ეგვიპტელის დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.

მოჰამედ სალაჰს ასევე კატალონიის „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, თუმცა ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ეს ინფორმაცია უარყო, მისი თქმით „ბლაუგრანა“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა კონცენტრირებული და სალაჰის დამატებას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება და როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს „მერსესაიდელებისგან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.

სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, რა დროშიც ყველა ტურნირზე 369 ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზე 224 გატანილი გოლია.

0.124988