დორტმუნდის „ბორუსისა“ ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი, ჯეიმი გიტენსი პრემიერლიგის გრანდების ინტერესთა სფეროშია და მისი შეძენა სურთ.
როგორც ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, 20 წლის ფეხბურთელით „ლივერპული“, „არსენალი“ , „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან და მისი შეძენა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურთ. მისივე თქმით, თუ რომელიმე კლუბი 100 მილიონს გადაიხდიან გიტენსის სანაცვლოდ "დორმუნდის" მესვეურები მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელს შეელიონ.
ჯეიმი გიტენსი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება. მას „დორტმუნდის“ მაისურით ყველა ტურნირზე 19 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.