ხერხემლის ანომალიებს შორის ყველაზე გავრცელებული მალთაშუა დისკის თიაქარია, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 2-3%-ში გვხდება. დისკის თიაქარი უფრო მეტად გვხდება 30-50 წლის ასაკში მამაკაცებში, ვიდრე ქალებში თანაფარდობით 2:1.
ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ყველაზე ხშირად წელის, შედარებით ნაკლებად კისრის, უფრო იშვიათად კი გულ-მკერდის სეგმენტს მოიცავს.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
- ხერხემლის სვეტის ლოკალური ტკივილი-კისრის, გულმკერდის ან გავა-წელის მიდამოში;
- ტკივილი კიდურში ან კიდურებში, პარეზი/დამბლა;
- კიდურების დაბუჟება (მოძრაობების სიფართის შეზღუდვა ან მოძრაობების შეუძლებლობა);
- სიარულის გაძნელება ტკივილის, დაბუჟების ან კუნთების სისუსტის გამო;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქცია, შარდის შეკავების ან უნებლიე შარდვის სახით.
მკურნალობის მეთოდები:
- კონსერვატიული;
- ფიზიოთერაპია;
- ნერვის ფესვის ბლოკადა;
- ქირურგიული ჩარევა.
უკანასკნელი რამდენიმე წელია მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები განიხილავენ უპირატესობას, ადრეულ ოპერაციულ და ხანგრძლივ კონსერვატიულ მკურნალობას შორის. ადრეულ სტადიაზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდი ბევრად ხანმოკლე და შედეგიანია.
ენდოსკოპიური მიკროდისკექტომია
დღესდღეობით თითქმის აღარ მიმართავენ სრულ დისკექტომიას ლამინექტომიასთან ერთად. უპირატესობა ენიჭება ენდოსკოპიურ მიკროდისკექტომიას - მინიინვაზიურ ქირურგიული პროცედურას, რომელიც გულისხმობს დისკის პროლაბირებული ნაწილის (თიაქრის) მოცილებას. აღნიშნული მეთოდი საქართველოში პირველად „ავერსის კლინიკაში დაინერგა, კლინიკის ნეიროქირურგ - ლაშა ბაქრაძის მიერ.
მეთოდის უპირატესობები:
- ქსოვილების ნაკლები ტრავმატიზაცია;
- მცირე ჭრილობა და მინიმალური ნაწიბური;
- რეციდივის შემცირებული ალბათობა;
- რეაბილიტაციის ხანმოკლე პერიოდი;
- ხერხემლის სტაბილიზაციის შენარჩუნება;
- სისხლის მინიმალური დანაკარგი;
- ინეფქციური გართულებების შემცირებული რისკი.
ენდსოკოპიური მიკროდისკექტომია ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდია დისკის თიაქრის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ენდოსკოპიური ქირურგიის დროს არ ხდება კუნთების გაჭრა, ძვლის რეზექცია.
ენდოსკოპიური პროცედურა არ აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრადიციული დისკექტომია.
ენდოსკოპიური მიკროდისქეტომია გრძელდება საშუალოდ 20წთ, რის შემდგომ პაციენტი ეწერება კლინიკიდან 5-6სთ-ში, მაქსიმუმ მეორე დღეს.
®