კალათბურთი

10:34 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, სადაც „საკრამენტო კინგს“ ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 127:125 დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელს დღევანდელ შეხვედრაში თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, მწვრთნელის გადაწყვეტილებით მამუ სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სტუმართა რიგებში კი საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიო“ 11 მოგებითა და 9 მარცხით გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 დეკემბერს „ფენიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.117816