ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში „ლევანტემ“ „ბურგოსს“ უმასპინძლა, რომელიც 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, ამჯერად საგოლე მოქმედებით არ გამორჩეულა.
„ლევანტე“ აგებდა, მაგრამ შემდეგ ხოსე მორალესის გოლით და კარლოს ესპის დუბლით მატჩის მოგება მოახერხა.
„ლევანტე“ 16 მატჩში მოპოვებული 29 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 დეკემბერს, „მირანდესს“ სტუმრად დაუპირისპირდება.