„ფიორენტინა“ – „ინტერის“ მატჩი, რომელიც მე-17 წუთზე შეწყდა, გადაიდო. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაგრძელდება შეხვედრა.
მატჩის გადადების მიზეზი ედოარდო ბოვეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ფიორენტინას“ 22 წლის ნახევარმცველი მოედანზე უგონოდ დაეცა, როცა თამაში ისედაც შეჩერებული იყო. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო ცნობებით, ბოვე გონზე მოვიდა, დაილაპარაკა კიდევაც და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. იტალიური მედიის ცნობით, მას ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა.
მომენტი ძალიან დრამატული იყო, ორივე გუნდის ფეხბურთელები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო.