ფეხბურთი

20:22 | 1.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

იტალიური მედია კვარას თამაშზე: "ნაპოლის" გამარჯვებაში მისი წვლილი ყოველთვისაა"

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინო“ სკოტ მაკტომინეის გოლით დაამარცხა. შოტლანდიელს საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა, რომელსაც იტალიური მედიისგან კარგი შეფასებები ერგო:

Tuttomercatoweb 7 ქულა: „მაკტომინეის გოლში ყველა საჩუქარი მისია. კიდევ ერთი საგოლე პასი, სეზონში მესამე, მე-14 მატჩში გოლში მერვე მონაწილეობა. შეიძლება ორი სეზონის წინანდელთან შედარებით ნაკლებად ბრწყინავს, მაგრამ „ნაპოლის“ გამარჯვებებში მისი წვლილი ყოველთვის არის“.

Calcionapoli1926 6.5 ქულა: „თამაში თავიდანვე სწორი მიდგომით დაიწყო, რამდენჯერმე იმოქმედა კარგად, ისევე, როგორც მაკტომინეის გოლის მომენტში. ამჯერადაც თანაგუნდელებისთვის ბევრ თავგანწირვაზე წავიდა. კონტემ მაშინ შეცვალა, როცა თამაშში აღარ ჩანდა“.

Calciomercato 6.5 ქულა: „მან დიდი სურვილი გამოავლინა, რომ განსხვავება მოეხდინა და მუდმივად მეტოქეს უმიზნებდა. პირველ ტაიმში ორ მეტოქეს ყვითელი ბარათი აკიდა, ასევე მაკტომინეის გაუკეთა პასი, რის შემდგომაც ანგარიში გაიხსნა“.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ 32 ქულით ისევ პირველ ადგილზეა და ამ ტურსაც ლიდერის რანგში დაასრულებს, მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „ლაციოს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:40 | 07.09.2016
GEOWF (53)

Es vai mekare ra dgeshia?!
Eseti adamiani runis ro edreba da xalxs acinebs neta ar utydeba?

21:33 | 06.09.2016
джони (696)

ეს მეკარეს გარდა ყველაფერი იყო )))))) რუნი ლეგენდაა !!!

20:22 | 06.09.2016
MU012FC (9145)

ტიპი რა დონის ***-ა, აი სიმბოლური ***-ა რა.

20:21 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ნწ ნწ ნწ

20:00 | 06.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

მალე ჩაგიდებს ბებერო

19:27 | 06.09.2016
Aureliano buendia (255)

უხ შე ბებერო გაიძვერა!

19:27 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ჰე ჰეე პიტეერ, შენც რო дროზე აგეხვია ნაკრებიдან, იქნებ აღარ გაგეშვა ის კურიოზული რიკოშეტი ბრემესგან 1990 წლის ნახევარფინალში ? იქნებ ღირსებოдა ინგლისს კიдევ ერთი ჩემპიონობა ?
კაცი 40-ს გაдაცილებული, дამძიმებული ისევ ნაკრების კარში იдგა дა სხვებზე ამბობს, дროულაд წავიдნენო DDDDDDDDDDDD

0.074882