საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურში „ლიონის“ ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი დუბლით გამოირჩა.
„ლიონი“ სტუმრად „პოსთან“ 15:29 დამარცხდა და ორი ლელო გაიტანა, რომლებიც ნინიაშვილის აქტივშია. ქართველისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოები იყო.
„ლიონში“ ნინიაშვილის გარდა, ირაკლი აფციაურმა და ბექა გორგაძემ ითამაშეს, ხოლო „პოს“ რიგებში შეცვლაზე შევიდა გურამ პაპიძე, რომელმაც ერთი გარდასახვა გაიტანა.
„ლიონი“ ტოპ 14-ში 11 ტურის შემდეგ 4 მოგებით და 7 წაგებით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა, ხოლო „პო“ იმავე ბალანსით მეათე საფეხურზეა.