ფეხბურთი

10:24 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა გოგლიჩიძე-ლეაოს ეპიზოდზე: "მსაჯზე ძალიან გავბრაზდი"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ განაცხადა, რომ „ემპოლისთან“ მატჩში მსაჯზე ძალიან გაბრაზდა, რომელმაც მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

ფონსეკამ გააპროტესტა ეპიზოდი, როდესაც საბა გოგლიჩიძის და რაფაელ ლეაოს ერთ-ერთი დუელის შემდეგ ქართველი მცველის გაფრთხილებას ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა საბას ყვითელი ბარათი არ უჩვენა, სამაგიეროდ, პროტესტის გამო პორტუგალიელი მწვრთნელი გააფრთხილა:

„მსაჯზე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მოდი, კომენტარის გარეშე დავტოვოთ. თუმცა, ძალიან გავბრაზდი.

შესანიშნავად ვითამაშეთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გუნდურად, თავგანწირვით ვითამაშეთ. 3:0 მოვიგეთ, მაგრამ 6-7 გოლის გატანის შანსი გვქონდა და მომენტების რეალიზაციაში უნდა მოვუმატოთ. თუმცა, გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ წინააღმდეგ საბა გოგლიჩიძემ 70 წუთი ითამაშა, ხოლო მატჩი "როსონერიმ" 3:0 მოიგო.

0.105111