მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის ზაფხულში ახალი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ამ ფორმატით ტურნირი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მას შემდეგ, რაც "ბოტაფოგომ" ლიბერტადორესის თასი მოიგო, უკვე ყველა, 32-ვე მონაწილე ცნობილია.
საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები, ჩემპიონთა ლიგის, ლიბერტადორესის თასის, აზიის და აფრიკის ჩემპიონთა ლიგებზე ბოლო ოთხ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
შესაბამისად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებენ:
ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
ალ-აინი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები)
ულსანი (სამხრეთ კორეა)
ალ აჰლი (ეგვიპტე)
ვიდადი (მაროკო)
ესპერანსი (ტუნისი)
მამელოდი სუნდონსი (სამხრეთ აფრიკა)
მონტერეი (მექსიკა)
სიეტლი (აშშ)
ლეონი (მექსიკა)
პაჩუკა (მექსიკა)
სამხრეთ ამერიკა
პალმეირასი (ბრაზილია)
ფლამენგო (ბრაზილია)
ფლუმინენსე (ბრაზილია)
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
ბოტაფოგო (ბრაზილია)
ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)
ჩელსი (ინგლისი)
რეალი (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ბაიერნი (გერმანია)
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ინტერი (იტალია)
პორტუ (პორტუგალია)
ბენფიკა (პორტუგალია)
დორტმუნდი (გერმანია)
იუვენტუსი (იტალია)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ზალცბურგი (ავსტრია)
ინტერ მაიამი (აშშ, მასპინძელი)
მასპინძელი ქალაქები
ლოს ანჯელესი
ნიუ იორკი
ატლანტა
ფილადელფია
სიეტლი
შარლოტი
მაიამი
ორლანდო
სინსინატი
ნეშვილი
ვაშინგტონი
ტურნირის ფორმატი: 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას. წილისყრა 5 დეკემბერს, მაიამიში შედგება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ასეთი ფორმატით საკლუბო მუნდიალი პირველად ჩატარდება.