ფეხბურთი

0:17 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ „ვესტ ჰემი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩი, რომელშიც „ვესტ ჰემი" და „არსენალი" შეხვდნენ, სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

საინტრესოა, რომ ლონდონელთაგან ხუთივე გოლი განსხვავებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ,„არსენალის“ მცველმა გაბრიელ მაგალაეშმა მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში. 27-ზე ლეანდრო ტროსარმა გააორმაგა „მეთოფეების" უპირატესობა. 34-ე წუთზე სტუმრთა ნორვეგიელმა კაპიტანმა მარტინ ედეგორმა თავისი გუნდის მესამე გოლი გაიტანა, 11-მეტრიანი ზუსტად დარტყა. 36-ე წუთზე კაი ჰავერცმა ანგარიში 4:0 გახადა.

38-ე წუთზე „ვესტ ჰემის" მცველმა აარონ ვან-ბისაკამ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ორი წუთის შემდეგ ემერსონ პალმიერიმ „ჩაქუჩების“მეორე გოლი გაიტანა. 45+5-ე წუთზე „არსენალმა“ კვლავ მიიღო პენალტის უფლება, რომელიც ბუკაიო საკამ შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ „არსენალმა“ 25 ქულა მოაგროვა. მიკელ არტეტას გუნდი ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. „ვესტ ჰემი“ 15 ქულით მე-14-ზე..

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-13 ტური. 30 ნოემბერი: ბრენტფორდი - ლესტერი 4:1, კრისტალ პალასი - ნიუკასლი 1:1, ნოტინგემ ფორესტი - იფსვიჩი 1:0, ვულვერჰემპტონი - ბორნმუთი 2:4, ვესტ ჰემი - არსენალი 2:5

0.114809