გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი, რომელშიც დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნს“ მასპინძლობდა, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე „ბორუსიას“ ფეხბურთელმა ჯეიმი ბინო-გიტენსმა გახსნა. „ბაიერნმა“ გათანაბრება მხოლოდ 85-ე წუთზე ჯამალ მუსიალას გოლის წყალობით მოახერხა.
12 მატჩის შემდეგ, „ბაიერნი“ 30 ქულით კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. 20-ქულიანი „დორტმუნდი“ კი მე-5 აგილზე დგას.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-12 ტური. 30 ნოემბერი: ლაიპციგი - ვოლფსბურგი 1:5, ვერდერი - შტუტგარტი 2:2, ფრაიბურგი - გლადბახი 3:1, აუგსბურგი - ბოხუმი 1:0, უნიონ ბერლინი - ბაიერი 1:2, დორტმუნდი - ბაიერნი 1:1