ფეხბურთი

22:09 | 30.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "რენთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „რენთან“ 0:5 განადგურდა.

„მწვანეები“ 37-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და ამის შემდეგ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. სანამ მოედანზე ფეხბურთელთა თანაფარდობა იყო, ანგარიში 0:0 გახლდათ, შემდეგ „რენმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

დავითაშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„სენტ ეტიენი“ 13 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „მარსელს“ უმასპინძლებს.

0.117907