ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ქპრ-ს დაუზავდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თანაგუნდელთა შორის ისევ ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედების გარეშე. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
„უოტფორდი“ 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 დეკემბერს, „კარდიფს“ სტუმრად დაუპირისპირდება.