ფეხბურთი

16:35 | 30.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გარეჯმა" ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნული ლიგია საგზური მოიპოვა. ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში „გარეჯმა“ სტუმრად ხობის „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-18 წუთზე მუსა სამასამ გახსნა, რასაც გია აფხაზავამ პირველივე ტაიმში უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი თევზაძემ „კოლხეთი“ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა ლევან პაპავას დუბლით მაინც მოიგეს.

შედეგად, „გარეჯს“ 66 ქულა აქვს, 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „სიონს“ და წინ მხოლოდ ერთი ტურია, შესაბამისად, მომდევნო სეზონში „გარეჯი“ უმაღლეს ლიგაში იქნება, ისტორიაში პირველად.

გარკვეულია პლეი-ოფის მონაწილეებიც: ბოლნისის „სიონი“ და „რუსთავი“, რომლებიც ეროვნული ლიგის მერვე-მეცხრეადგილოსნებს პლეი-ოფში შეხვდებიან. ეროვნული ლიგა 2-დან გავარდა „კოლხეთი“, ხოლო პლეი-აუტში დასარჩენად ბრძოლა „ვიტ ჯორჯიას“ და „შტურმს“ მოუწევთ.

0.137485