„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ტორინოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
კონტეს დაუსვეს შეკითხვა, უფრო მეტად მოტივირებულ და დამუხტულ კვარაცხელიას ელოდება თუ არა, „ტორინოს“ წინააღმდეგ:
„ხვიჩას მონდომება და სურვილი მუდმივად იზრდება. ის ძალიან იმედგაცრუებული იყო (რომასთან მატჩში შეცვლით - რედ), რადგან ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, რაც საშუალებას მოგვცემდა უფრო მშვიდად ვყოფილიყავით და მატჩის ბოლო წუთები უკეთ გვემართა. თუმცა, ის არის ბიჭი, რომელსაც სურს ნაბიჯების წინ გადადგმა, მხოლოდ 23 წლისაა, გუნდთან შეთამაშებულია, ყველა ერთად უტევს, ყველა ერთად იცავს თავს. ვხედავ, რომ აქვს წინსვლის სურვილი და როცა ამას ვხედავ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიმეორებ, მხოლოდ 23 წლის, კარგი ბიჭია. ის ხვდება, რომ შეუძლია მომატება და მუშაობს ზრდისთვის, რათა ტოპ დონის ფეხბურთელი გახდეს.
რასპადორი შეიძლება წავიდეს? ჯეკის შემთხვევაც იგივეა, როგორც სხვების: ძლიერი ფეხბურთელია, მე კი, ვაპირებ „ნაპოლის“ გაძლიერებას და არა დასუსტებას. ჩვენ მხოლოდ სერია A-ში ვთამაშობთ, ამიტომაც, რთულია ყველა ფეხბურთელისთვის დიდი დროის მიცემა. მე ჩემი წარმოდგენა მაქვს ჯაკომოზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მსურს, ყველასთვის ცხადი იყოს, მინდა, „ნაპოლი“ გავაძლიერო და არა დავასუსტო, შესაბამისად არ ვარ ისეთი სულელი, რომ გავუშვა ფეხბურთელები, რომლებსაც ძლიერად მივიჩნევ. გვინდა, გავძლიერდეთ და სულელი არ ვარ, რომ გუნდის დასუსტებაზე ვიფიქრო“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლი“ პირველ დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.