ფეხბურთი

17:33 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ძოწენიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში ზედიზედ 3-ჯერ მოხვდა

სლოვაკური „მიხალოვცეს“ ქართველ მცველს, თორნიკე ძოწენიძეს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს და სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

25 წლის ფეხბურთელი მე-13 ტურში „სპარტაკ ტრნავასთან“, მე-14 ტურში „ჟილინასთან“ და მე-15 ტურში „დუნაისკა სტრედასთან“ შეხვედრებში გამოარჩიეს.

თორნიკე სლოვაკურ გუნდში მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე „მიხალოვცეს“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა.

მანამდე თორნიკე ძოწენიძე საქართველოში, „დინამო თბილისის“, „თელავის“ და გორის „დილას“ ღირსებას იცავდა.

„მიხალოვცე“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ნოემბერს, „რუჟომბეროკს“ უმასპინძლებს.

0.117089