ფეხბურთი

12:20 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩუპო-მოტინგი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

კამერუნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი კარერას MLS-ში გააგრძელებს.კერძოდ 35 წლის ფეხბურთელი "ნიუ იორკ რედ ბულსის" ღირსებას დაიცავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს, მისი თქმით ჩუპო-მოტინგმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ახალ გუნდს 2025 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ჩუპო-მოტინგი ბოლოს მიუხენის "ბაიერნში" თამაშობდა და ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ იყო.

0.112836