ფეხბურთი

2:06 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ინსტინქტური თავდამსხმელი ვარ, მეორე გოლის მომენტშიც ასე ვმოქმედებდი"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე „ყარაბაღთან“ დუბლის (4:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გამარჯვებით ბედნიერია და ახლა მომდევნო მატჩზე ფიქრი უნდა დაიწყონ.

„ბოლო რამდენიმე მატჩი ფრედ დავასრულეთ და ძალიან გვინდოდა, გამარჯვება. პირველი ტაიმი რთული იყო, მაგრამ მწვრთნელმა ცვლილებები გააკეთა, რამაც შედეგი გამოიღო. ბედნიერი ვარ, რომ მოგება მოვახერხეთ.

რაც შეეხება პირველ გოლს, მიყვარს უკნიდან მოძრაობა, ეს საუკეთესოდ პოზიციონირებაში მეხმარება. მეორე გოლი უფრო ინსტინქტური იყო, ინსტინქტური ფეხბურთელი ვარ, ბევრი არ მიფიქრა, უბრალოდ ვმოქმედებდი. უნდა იცოდე, როგორ დატკბე ყოველი წამით და კონცენტრირებული იყო. ახლა წინ, მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს „ნიცასთან“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე ოთხ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლიგა 1-ის 12 მატჩში თავი ორი გოლით (დუბლი „ოსერთან“) და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.117571