ფეხბურთი

19:31 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნემის "ვიტესს" 21 ქულა დააკლეს

არნემის „ვიტესი“ უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაშია და ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ დააჯარიმა.

„ვიტესს“ გასული სეზონის ბოლოს ფინანსური პრობლემების გამო 18 ქულა დააკლეს, რის გამოც გუნდი ერედივიზიონიდან ერსტე დივიზიონში დაქვეითდა, მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა.

მიმდინარე სეზონის არნემელებმა ქვედა ლიგაში -6 ქულით დაიწყეს, ახლა კი, როცა ფინანსური დავალიანება კიდევ ვერ გადაიხადეს, დამატებით 21 ქულა დააკლეს! შედეგად, 16 ტურის შემდეგ „ვიტესი“ ნიდერლანდების მეორე დივიზიონში -15 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.

„ვიტესმა“ განვლილ 16 ტურშ მხოლოდ 12 ქულა დააგროვა, ვინაიდან ჯამში 27 ქულა (6 სეზონის წინ, 21 ახლა), დააკლეს, ჯერ კიდევ -15 ქულით ბოლო პოზიციაზეა და დიდი შანსია, კიდევ ერთი დივიზიონით დაქვეითდეს.

„ვიტესში“ ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანი თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მანამდე, არნემულ გუნდში გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიას უთამაშიათ.

0.1134