ფეხბურთი

18:24 | 28.11.2024 | ნანახია 703 - ჯერ

"რეალს" კამავინგაც გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ ედუარდო კამავინგა გამოაკლდა. ფრანგი ნახევარმცველი „ლივერპულთან“ მატჩში დაშავდა.

კამავინგამ ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისში შესაცვლელი გახდა. ის მადრიდის „რეალს“ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

კამავინგას ტრავმა მიმდინარე სეზონის სტარტზეც ჰქონდა, რის გამოც „რეალს“ ჯერჯერობით, მხოლოდ 9 შეხვედრაში დაეხმარა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 30.05.2014
BEERTRANCE (97819)

ნამდვილად კარგი წამოწყებაა.

0.077535
703