NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 101:119 დამარცხდა.
სტუმრებმა გრეგ პოპოვიჩის გუნდს ოთხივე პერიოდში აჯობეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.
სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი, 3 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 10 მოგებით და 9 წაგებით მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 2 დეკემბერს, „საკრამენტოსთან“ ჩაატარებს.