ფეხბურთი

15:44 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანობის ახალი რეკორდი დამყარდა

26 და 27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის 18 მატჩი გაიმართა, რომლებშიც გუნდებმა 67 გოლი გაიტანეს.

უეფას პრესსამსახურის ცნობით, ეს მაჩვენებელი რეკორდულია ტურნირის ისტორიაში. წინა რეკორდი დაფიქსირდა 2000/2001 წლების სეზონის პირველ ტურში, როდესაც 16 მატჩში 63 გოლი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, მე-5 ტურის პირველ ცხრა თამაშში 40 გოლი გავიდა, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ სათამაშო დღეში.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს „ლივერპული“ ლიდერობს, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. „ინტერი“ 13 ქულით მეორე ადგილზეა. „ბარსელონა“ 12 ქულით მესამეზე.

0.114129