„ლივერპულის“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ალექსის მაკ ალისტერმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა „წითლებს“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად. ტურნირის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში არნე სლოტის გუნდმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხა (2:0). მაკ ალისტერმა 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში.
„არ ვიცი. ვფიქრობ, კარგია, რომ ხუთი მატჩიდან ხუთივე მოვიგეთ, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში ვართ. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასე კარგად ვთამაშობთ. ყველაზე მთავარია. განვაგრძოთ იგივე სულისკვეთებით“, - ციტირებს ლივერპულის ოფიციალურ ვებგვერდი მაკ ალისტერის სიტყვებს.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით 24-ე ადგილზეა. „ლივერპული“ 15 ქულით ლიდერობს ცხრილს.