ფეხბურთი

23:59 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილის საგოლე პასი "მალაგასთან", "ლევანტემ" მოიგო (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურის გამოტოვებულ მატჩში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „მალაგა“ 4:2 დაამარცხა, ქართველი ნახევარმცველი კი, საგოლე პასით გამოირჩა.

პირველ ტაიმში ივან რომერომ დუბლი შეასრულა, რომელმაც მეორე გოლი 33-ე წუთზე სწორედ ქოჩორაშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ანდალუსიელებმა ვალენსიელთა ორ გოლს პირველივე ტაიმში ორი გოლით უპასუხეს, თუმცა მატჩის მიწურულს „ლევანტემ“ ორჯერ გაიტანა და თამაში მოიგო - 4:2.

ქოჩორაშვილი მოედანზე 68-ე წუთამდე იყო. მისი მონაგარი ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

„ლევანტე“ 26 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი, 1-ელ დეკემბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

0.12077