ფეხბურთი

22:45 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "იდეალური ოცნება იქნება მწვრთნელის რანგში "იუვენტუსთან" ერთად ტიტულებს თუ მოვიგებ"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი მწვრთნელობას იწყებს და პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

ბონუჩი იტალიის 20-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა. თუმცა, მიზანია, რომ გამარჯვებული მწვრთნელი გახდეს:

„ჩემი ოცნებაა გამარჯვებული, გამარჯვებული მწვრთნელი რომ გავხდე და თუ ეს „იუვენტუსთან“ ერთად მოხდება, იდეალური ოცნება იქნება“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 502 მატჩი ჩაატარა. მან კარიერა გასული სეზონის ბოლოს „ფენერბაჰჩეში“ დაასრულა.

0.11838