ფეხბურთი

18:56 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შესანიშნავი გამოცდილებაა, ბევრს ვსწავლობთ"

ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა გურამ კაშიამ „მილანთან“ მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა.

ქართველი მცველი შედეგით გულდაწყვეტილი იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს „სლოვანის“ საუკეთესო თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე. მან ხაზი გაუსვა იმ გამოცდილებას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით იღებენ.

„მტკივნეული თამაში იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ძალიან ორგანიზებულები ვიყავით, გვქონდა შესანიშნავი საგოლე მომენტებიც. მეორე ტაიმი ცოტა ცუდად დავიწყეთ, არ იყო კარგი დასაწყისი, მეტოქეს მივეცით შანსები და ასეთ დონეზე შეცდომებისთვის ყოველთვის დაისჯები. შემდგე 3:2-ით თამაშში დავბრუნდით, მაგრამ ვეღარ გავათანაბრეთ.

ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში. ვსწავლობთ, ახალ გამოცდილებას ვიძენთ, შეგვიძლია ამ დონეზე ბრძოლა და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩები უკეთესი იქნება.

5 წუთის განმავლობაში ჩაგვეძინა, დავუშვით შეცდომები, ასეთ დონეზე, როცა თამაშობ, ერთი-ორი წუთით ჩაძინებაც არ შეიძლება. თუმცა, მთლიანობაში, მაინც კმაყოფილები ვართ, „მილანის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, ძალიან ორგანიზებულად, ვიბრძოდით და ჩვენთვის კარგი თამაში იყო, ამ თამაშისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ. შედეგით გულდაწყვეტილი ვართ, მაგრამ ამავე დროს ამაყებიც ჩვენი თამაშით.

ბოლო 4-5 მატჩიდან ძალიან ბევრი ვისწავლეთ და თუ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონშიც ვითამაშებთ, განსხვავებული გუნდი ვიქნებით, ეს შესანიშნავი გამოცდილებაა“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, მომდევნო ტურშიც ურთულესი მატჩი აქვს - სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“.

0.117704