„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კომენტარი და ფოტო, რომელშიც მისი დაზიანებული სახე ჩანს, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
პეპმა „ფეიენოორდთან“ მატჩის (3:3) შემდეგ თქვა, რომ თვითდაზიანება სურდა, მაგრამ ესპანელმა ამჯერად გაავრცელა მიმართვა, რომ მისი განცხადება არ უკავშირდებოდა თვითდაზიანების წახალისებას:
„გუშინ პრესკონფერენციაზე მკითხეს, რა მომივიდა თავზე, ავუხსენი, რომ ნაკაწრები თითებით და ფრჩხილებით მივაყენე ჩემს თავს. თუმცა, ჩემი პასუხი არანაირად არ იყო გამიზნული თვითდაზიანების გავრცელებასა და წახალისებისკენ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და მინდა, ეს მომენტი გამოვიყენო, რათა დავეხმაროთ ადამიანებს. დარეკეთ ცხელ ხაზზე 116 123 ან მიმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე jo-samaritans.org“, - დაწერა პეპმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ თვეზე მეტია მატჩი არ მოუგია - 1 ფრე, 5 წაგება. „სიტი“ „ფეიენოორდთან“ 3:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო 15 წუთში 3 გოლი გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვთქვი მე,წელს იტალიური გუნდის რიგია ლიგაზე თქო და სავარაუდოდ ინტერი უნდა იყოს ეს გუნდი,მაგრამ დიდი იმედი მაქვს სალაჰსაც უნდა ბოლო-ბოლო ამ გაუფასურებულ-გატრუხებულ-გაბანძებული ბალონ დორის მოგება და ყველაფერს იზამს მაგისთვის,იმედი ყოველთვის ბოლოს კვდება!
გუშინ თითქმის ყველაფერი ლოგიკურად დაჯდა,შეიძლება დღესაც მასე გაგრძელდეს და მომგებებმა მოიგონ,სამაგიეროდ შაბათ-კვირას ლიწინ-ლიწინით გატყდება თამაშები!)))
აქედან გამომდინარე,ფეხბურთი არ არის კალათბურთივით და თუნდაც რაგბივით ლოგიკური სპორტი,რომ ძლიერმა აუცილებლად მოიგოს და სენსაციები ძალიან იშვიათი იყოს,მაგრამ ტოტალიზატორული მაფია თუ არ ჩაერევა და არ გააკონტროლებს პროცესებს შედეგები მაინც ისე დაჯდება,რომ ძირითადად სულ წაგებაში იქნებიან,ამიტომ მაფია პროცესებსაც აკონტროლებს და სცენარებიც იწერება,ასე ეს!
კარგით რა,ისეთი შედეგები დაჯდა გუშინ ტოტალიზატორულ მაფიას დედა მოეხვნებოდა,მაინცდამაინც ეს თამაში რატომ ჩატეხეს ვერ ვხვდები,თანაც 3-0-ის მერე,თუმცა მაინც უზარმაზარ თანხას წააგებდნენ!