დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების არაერთ კითხვას უპასუხა.
„ლივერპულთან“ შეხვედრაზე
„რთული თამაში გველოდება წინ, ლივერპული ძალიან კარგ ფორმაშია, ისინი პრემიერლიგას ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობენ, მიუხედავად ამისა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ვიცით, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა მჯერა წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“
ტრენტ ალექსანდერ-ალექსანდრ არნოლდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე
„არნოლდი შესანიშნავი ფეხბურთელი და თანაგუნდელია, ის ლივერპულის ფეხბურთელია და ვფიქრობ, ახლა ამაზე საუბარი უპატივცემულობა იქნება. ვნახოთ ზაფხულში მოვლენები როგორ განვითარდება.“
2023 წელს „ლივერპულში“ შესაძლო გადასვლაზე
„ვფიქრობ ყველაფერი ისე არაა როგორც ამას ჟურნალისტები ავრცელებენ. ლივერპულში გადასვლასთან ახლოს არ ვყოფილვარ გერმანიაში თამაშის დროს იყო რამდენიმე კლუბის ინტერესი, მაგრამ როცა მადრიდის რეალი გიხმობს ეს სხვა დონეა.“
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.