38 წლის ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი შესაძლოა საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს.
როგორც ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ცნობები, ესპანელი ფეხბურთელით „ნიუკასლი“ სერიოზულადაა დაინტერესებული და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით „კაჭკაჭებმა“ 38 წლის მცველს, შეთავაზება უკვე გაუკეთა და 1.5 წლიან კონტრაქტთან ერთად ხელფასის სახით 10 მილიონი შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და გუნდს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა. კლუბის მესვეურებს სერხიო რამოსის კანდიდატურა სერიოზულად ხიბლავთ, რადგან ფიქრობენ, რომ მისი გამოცდილება და ლიდერული თვისებები გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ბოლოს „სევილიას“ ღირსებას იცავდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ
ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა
ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან