NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 128:115 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც სანდროს მონაგარი 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.
შეგახსენებთ, რომ „სპურსმა“ ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა, საერთო ჯამში, კი 10 გამარჯვებითა და 8 მარცხით, გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.შემდეგ შეხვედრას „სან ანტონიო“ 28 ნოემბერს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.